მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას - ფაშინიანი

ფაშინიანი

საქართველოსთვის გასულ წელს მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გავლენას ახდენს რეგიონზე და სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.

"გასულ წელს, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან არა მხოლოდ რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას. დღეს, ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და მოსაზრებები რომელიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე ერევანს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები