სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ზანგეზურის დერეფანი დაკავშირებით შტატების წარმომადგენლის ინიციატივა უარყო. ოფიციალური პოზიცია ფაშინიანის პრესსპიკერმა ნაზელ ბაგდასარიანმა განაცხადა. გააჟღერა. როგორც მან განაცხადა, სომხური მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სუვერენიტეტია და მე-3 მხარის მიერ ზანგეზურის კორიდორის მართვა უბრალოდ გამორიცხულია.
ჟურნალისტმა ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანს კითხვა დაუსვა თურქეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის გამოდის შეთავაზებით, რომ ე.წ. ზანგეზურის 32 კილომეტრიანი დერეფანი მომდევნო 100 წლის განმავლობაში აშშ-მა გააკონტროლოს.
აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი მონაკვეთი ბოლო წლებში სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების ერთ-ერთ საკვანძო საკითხად იქცა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ორ ტერიტორიას შორის დამაკავშირებელი ხიდის შექმნას ალიევის ხელისუფლება მრავალი ათწლეულია ცდილობს, თუმცა ვითარება ვერც ომში მოპოვებული წარმატებით შეცვალა.
მეტად სავარაუდოა, რომ სომხეთში შტატების აქტიურობის გაზრდა და მსგავსი ინიციატივის გაჟღერება აშშ-ის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შეჩერებით და შესაძლო რისკების გადაზღვევით უნდა იყოს გამოწვეული.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული მარშრუტები “შუა დერეფნის” პროექტისთვის საკვანძო მნიშვნელობას ატარებს. არსებობს რისკი, რომ ამერიკისგან დისტანცირების ფონზე მოქმედი ხელისუფლება “შუა დერეფნის” პრივილეგიის სავაჭრო ინსტრუმენტად ქცევას შეეცდება. შესაბამისად, ზანგეზურის კორიდორის შესახებ მსგავსი ინიციატივების გაჟღერებით შტატები ალტერნატიული “შუა დერეფნის” შექმნას და დამაკავშირებელი მონაკვეთის საკუთარ კონტროლზე აყვანას ცდილობს.




























