2025 წლის აპრილში საქართველოს გავლით სომხეთიდან 2 893 ტრაილერმა გაიარა, გადაზიდულმა ტვირთმა კი, 516 651 09 ტონა შეადგინა. შემცირებულია როგორც გატარებული ტრაილერების რაოდენობა, ისევე ტვირთის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 2024 აპრილში საქართველოზე სომხეთიდან 3 634 ტრაილერმა გაიარა და 673 180 08 ტვირთი გადაზიდა. ტრაილერების შემცირება 20.3%-ია, ტვირთის მოცულობის კი, 30.2%.
ეს მაშინ, როცა საქართველოზე ტრაილერების ტრანზიტი აპრილში გაზრდილია. აპრილში საქართველომ სულ 37 702 ტრანზიტული ტრაილერი გაატარა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ თვეში 41 620 ტრაილერი. ზრდა 10.3%-ია.
მიმდინარე კვირის სამშაბათს, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს საელჩოსთან სომხეთში. მონაწილეებმა მოითხოვეს შეხვედრა საქართველოს ელჩთან, რათა გაიგოთ, რატომ ექვემდებარება მათი პროდუქცია, ძირითადად კონიაკი, რომელიც რუსეთისა და ბალტიის ქვეყნებში გადის, მკაცრ შემოწმებას.
მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხური კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე რუსეთში ან ბალტიის ქვეყნებში ლარსის გავლით გადით, ბოლო თვე-ნახევარში რამდენიმე რიგგარეშე შემოწმებას გადიოდნენ. ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატმა, გარნიკ დანიელიანმა, ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს განუცხადა, რომ სომხური ექსპორტიორი კომპანიები, ტარიფების ზრდისა და გადაყვანის შეფერხებების გამო, მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდიან. პაპოიანმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და აუცილებელია ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება.
7 მაისის მონაცემებით, სომხური მედია იუწყებოდა, რომ დაახლოებით 30 სატვირთო მანქანა, რომელიც ალკოჰოლურ პროდუქტს გადაჰქონდა, საქართველოს მხარეს ლაბორატორიული კვლევების შედეგებს ელოდება.



























