მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში სომხეთის აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც 0,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც BMG-ის სომხეთის ბიურო წერს, სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ მაისში ერევნისა და გიუმრის აეროპორტებით 436 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 12,4%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და მხოლოდ 0,6%-ით მეტი გასული წლის მაისის მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, სომხეთს ორი საერთაშორისო აეროპორტი აქვს - ერევანსა და ქალაქ გიუმრიში.