სომხეთის ეკონომიკა მკვეთრ ზრდას განაგრძობს, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ანალოგია, წინა წელთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში 16.3%-ით გაიზარდა.
ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი ინდუსტრიული სექტორია, რომელიც 36.4%-ით გაიზარდა; ვაჭრობის შემთხვევაში მატებამ 28.3% შეადგინა; ხოლო მშენებლობის სექტორში ზრდა 11.7%-ია.
თებერვლის განმავლობაში საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 3.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. ამავე პერიოდში ინფლაციის დონემ 1.3%-ით იკლო.
სომხეთის ეკონომიკის ფენომენალურ შედეგებს, როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსი მიგრანტების შედინება განაპირობებს, რაც ქვეყნის შიდა მოთხოვნას დრამატულად ზრდის.




























