მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ითვისებს საქართველო DCFTA-ის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს? - დეპუტატის პასუხი

64bfe02f31b0f
BM.GE
25.07.23 20:44
476
რატომ ვერ ითვისებს საქართველო DCFTA-ის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს? - ამ კითხვით მიმართა BMG-იმ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილს.

დეპუტატის გაკვირვებულ რეპლიკაზე - „რატომ ვერ ვითვისებთ“ – BM.GE-იმ მას უპასუხა, რომ ექსპორტი საქართველოს გაცილებით მეტი აქვს მაგალითად სომხეთში, ვიდრე ევროკავშირში.

„რაც შეეხება ევროკავშირთან სავაჭრო კავშირს, აქ გასათვალისწინებელია, თუ რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს, სახელწმიფოს შეუძლია შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო - ეს არ არის მარტივი პროცესი, აქ საქმე ეხება არაერთი მოთამაშის ინტერესების გათვალისწინებას. ევროპული სტანდარტები ძალიან მაღალია, არც ხშირად ტვირთად აწვება ჩვენს ბიზნესს. შესაბამისად, ამას სჭირდება დრო, ფინანსური რესურსი და ერთობლივი ძალისხმევა, რომელსაც კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთობლივად ახორციელებს.

შესაბამისად, იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლება რამეს აკლებს არ არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ნამდვილად არის მოწინავე ამ თვალსაზრისით, რაც შეეხება პრაქტიკულ გამოყენებას, ამაში კერძო სექტორის როლი არის უდიდესი, და მე იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად იქნება ათვისებული ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იძლევა კერძო სექტორისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ საკანონმდებლო ჩარჩო იყოს მორგებული ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოს.

„ამ ამბავში მეორეა ის, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი დახმარება იმისთვის, რომ კერძო სექტორი უმტკივნეულოდ მოერგოს ევროპულს სტანდარტებს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. დასტური იმისა, რომ ეს ასე ხდება არის ის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია აქვეყნებს. ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

2023 წლის 6 თვეში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირდა. წლის პირველ ნახევარში EU-ში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა $398 მილიონი დოლარი იყო, როდესაც გასულ წელს ის $432 მილიონს აღემატებოდა. შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც მთელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი უფრო ნაკლებია, ვიდრე მეზობელ სომხეთში, სადაც წელს $440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. სომხეთის მიმართულებით მატება 122%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები