მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ საქართველოს გამოცდილება ჩვენს მეგობარს გავუზიაროთ, ევროკავშირთან ურთიერთობებში - ბოჭორიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

64b018847f12a
BM.GE
13.07.23 19:30
440
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების ფორმატებში თანამშრომლობაზე კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. მხარეებმა, ევროკავშირთან როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„მზად ვართ საქართველოს გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს მეგობარს, ევროკავშირთან ურთიერთობებში, იმ ინტერესების გათვალისწინებით რაც სომხეთს აქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები