მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

რობერტ

სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ, მოსამართლე სარქის დადოიანის თავმჯდომარეობით, საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქვეყნის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ირკვევა, სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა ღამით ქოჩარიანი, ექიმების მითითებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც სხდომის განხილვა მის გარეშე გაგრძელდა.

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს რობერტ ქოჩარიანისა და მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ქონების ჩამორთმევა დაავალა.

ცნობისთვის, რობერტ ქოჩარიანი გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც 1998-2008 წლებში სომხეთის მეორე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო 1997-1998 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მანამდე ის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა (1992-1994) და პრეზიდენტის (1994-1997) თანამდებობებზე იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები