სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან რეადმისიის ხელშეკრულების რატიფიცირებას. დანიშნულ გადაწყვეტილებას დღეს, 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს. შეთანხმებას ხელი მხარეებს შორის ივლისში მოეწერა.
ცნობისთვის, შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს თავიანთი ტერიტორიებიდან იმ უცხოელი მოქალაქეებისა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა უკან დაბრუნება, რომლებიც ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებართვოდ იმყოფებიან, 2025 წლის 21 ივლისს თბილისში საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეთანხმებები, როგორც წესი, ემსახურება მიგრაციული ნაკადების სამართლებრივ მართვას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიგრაციის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით.




























