მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ იმსჯელებს

სოხმეთი

ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ სომხეთის პარლამენტი 21 ივნისს იმსჯელებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. საპარლამენტო მოსმენაზე გადაწყვეტილება, დღეს ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე მიიღეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, იგივე ОДКБ-დან გამოვა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანას ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად როდის დატოვებს ორგანიზაციას.

უფრო ადრე, მარტში, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები გააღრმაოს და კანდიდატის სტატუსისთვის იმუშაოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები