მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაერთიანების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი

სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰანგ ხაჩატურიანმა, პარლამენტის გეგმას, ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შეუერთდეს, მხარი დაუჭირა.გასულ კვირას, სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუსის რატიფიცირების კანონს დაუჭირა მხარი. 

ამ გადაწყვეტილებით სომხეთმა რუსეთთან დისტანცია კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან ყველა ქვეყანა, რომელიც  საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრია და რომის სტატუსის რატიფიცირება მოახდინა, ვალდებულია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაული გამო დააპატიმრონ. 

გასულ თვეს ოფიციალურმა მოსკოვმა ერევნის გადაწყვეტილებები “არამეგობრულად” შეაფასა, სერგეი ლავროვმა კი სომხეთიდან რუსეთის ელჩი უკან გაიწვია. ამის შემდეგ სომხეთმა რუსეთის დარწმუნება სცადა, რომ პუტინს მათ ქვეყანაში დაჭერის საფრთხე არ ემუქრებოდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სომხეთის ICC-ში გაერთიანებას რუსეთთან საერთო არაფერი აქვს და ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიასთანაა დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები