მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა და აშშ-მ "ტრამპის მარშრუტზე" ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც შეიქმნება TRIPP-ის განვითარების კომპანია

მარკო რუბიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „ტრამპის მარშრუტის" განხორციელებისთვის ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს.

ახალმა დერეფანმა, რომელიც ცნობილია როგორც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) აზერბაიჯანი სომხეთის გავლით უნდა დაუკავშირდეს თავის ექსკლავ ნახიჩევანს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ შეიქმნება TRIPP-ის განვითარების კომპანია, რომლის 74%-ს სომხეთი აშშ-ის გადასცემს, ხოლო 26% სომხეთს დარჩება. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მთავრობათაშორისი თანამშრომლობა კორიდორში სარკინიგზო და საგზაო პროექტების განვითარების მიმართულებით.

სწორედ ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე და მისი მართვის უფლება 49 წლის მანძილზე ექნება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას, რუბიომ განაცხადა, რომ TRIPP-ის ფორმატს აქვს პოტენციალი გადაიქცეს მსოფლიო მოდელად იმისა, თუ როგორ შეიძლება გახსნა ქვეყანა ეკონომიკური აქტივობისთვის ისე, რომ არ დადგეს ეჭვის ქვეშ ან არ დაზიანდეს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

"ეს დიდებული იქნება სომხეთისთვის, აშშ-ისთვის და ყველასთვის, ვინც ჩართული იქნება ამ პროექტში", - თქვა რუბიომ.

მანამდე აშშ-მ განაცხადა, რომ "ტრამპის მარშრუტის" პროექტს 145 მლნ დოლარით დააფინანსებს.

გასული წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, სადაც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები