სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, მარეგულირებელმა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით, 9.75%-იან ნიშნულამდე შეამცირა.
მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზეზი ინფლაციის დონის შემცირებაა. იანვარი-აგვისტოს პერიოდში წლიურმა ინფლაციამ სომხეთში 3.1% შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფლაცია 4%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მომავალი წლიდან ის სწრაფი ტემპით დაიწყებს შემცირებას.