მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა

ზვარნოცი

რუსეთმა, სომხეთისგან, ერევნის აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანის შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ადასტურებს.

"მართლაც, ამ კუთხით უწყებრივი წერილი მიღებულია. ამჟამად დეპარტამენტებს შორის კონტაქტები მიმდინარეობს. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მესაზღვრეებმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუს მესაზღვრეებს მადლობის წერილი გაუგზავნეს. წერილში მადლიერება გამოხატულია ზვართნოცის აეროპორტში გაწეული სამსახურისა და დახმარებისთვის.

ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას 27 თებერვალს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები