ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ 8 წლის განმავლობაში აჭარბებდა. ეს უმეტესწილად 90-იან წლებსა და ადრეულ 2000-იანებში იყო, ასევე ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 2020 წელსაც. თუმცა, სხვა წლების განმავლობაში საქართველოში სიმდიდრის საშუალო დონე სომხეთს უმეტესწილად აჭარბებდა. არსებული მდგომარეობით კი, საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით მსოფლიოში 87-ე ადგილზე იმყოფება, სომხეთი კი 86-ე ადგილს იკავებს. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს გაცილებით უფრო დიდი ზომის ეკონომიკა აქვს, უკანასკნელ წლებში მაღალი შობადობის და მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო (10.1 მლნ მოქალაქე), მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებლით ის საქართველოს და სომხეთს ჩამორჩება (7,530 დოლარი) და მსოფლიოში 93-ე ადგილს იკავებს. 2008 წლამდე უკრაინის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ უკრაინაში რეფორმების დაბალი ტემპის, კორუფციისა და FDI-ის ნაკადების სიმცირის გამო, ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით საქართველომ უკრაინას გადაასწრო. და ეს არის რეალობა.