მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სომხეთში ბევრ შესაძლებლობას განიხილავთ, არ იქნება საიდუმლო თუ ვიტყვი რომ მათ შორის EU-ს წევრობაცაა"- მინისტრი

ევროკავშირი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განცხადების შეტანას განიხილავს - მიზანი რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის დროს დასავლეთთან დაახლოებაა.

“დღესდღეობით სომხეთში ბევრ ახალ შესაძლებლობას განვიხილავთ და საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს ევროკავშირის წევრობასაც მოიაზრებს”, - განუცხადა მირზოიანმა თურქულ მედიას.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, ქვეყანა ევროპასთან და აშშ-სთან დაახლოებას აქტიურად ცდილობს, ისევე როგორც მის ტრადიციულ პარტნიორზე, რუსეთზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას.

ერევანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ფაქტს, რომ მოსკოვთან მათი პარტნიორობა უკრაინის ომის ფარგლებში არ ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები