მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში მაღალი თანამდებობის პირებმა თანამდებობები დატოვეს

სომხეთი

სომხეთში მაღალი თანამდებობის პირებმა თანამდებობები დატოვეს. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანტიკორუფციული კომიტეტის უფროსმა, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

როგორც სომხური მედია წერს, გადადგომებს უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება მან სთხოვა, თუმცა სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ ეს არა პირადი, არამედ სისტემური ხასიათითაა განპირობებული.

"არ შემიძლია უარვყო ჩვენი პარტნიორების დამსახურებები, რომელიც მათ შეიტანეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში", – განაცხადა ფაშინიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები