სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 76 407 ადამიანი და 15 914 მანქანა შევიდა, - ამის შესახებ მედია სომხეთის მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
სომხეთის მთავრობის ცნობით, ყველას, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამისი საცხოვრებლით.
„ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რეგისტრაცია გრძელდება, რათა მათ მიიღონ საჭირო დახმარება“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.