მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთში ოპოზიციონერ გაგიკ წარუკიანს ბრალი წარუდგინეს

გაგიკ წარუკიანი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს. მისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა, მაშინ, როცა მისი პარტია კვლავ ელოდება ხმების ხელახალი დათვლის შედეგებს, რომლებმაც უნდა განსაზღვროს, შევა თუ არა ის პარლამენტში.

წარუკიანს ბრალის 9 ივნისს წაუყენეს მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. კერძოდ, მას ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება. წარუკიანს ასევე აეკრძალა სომხეთის დატოვება.

„სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება). აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულ იქნა სომხეთის დატოვების აკრძალვა“,- აცხადებენ სომხეთის პროკურატურაში.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წარუკიანი ასევე რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი პასუხისგებაში უნდა მისცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები