მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხური მხარის ინფორმაციით, ყარაბაღი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ყარაბაღი

სომხური მხარის ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონი ამ დროისთვის 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი, რომელზეც აზერბაიჯანმა სრულად დაამყარა ცოტა ხნის წინ კონტროლი, ეთნიკურმა სომხებმა თითქმის სრულად დატოვეს. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ბოლო კვირებში სომხეთში ჯამში 100 417 ლტოლვილი შევიდა, მაშინ როცა, ბოლო ცნობებით, რეგიონში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის რიცხვი 120 ათასამდე იყო. 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის მთავრობა ამბობს, რომ მათ სურთ რეგიონის მოსახლე ეთნიკური სომხების რეინტეგრაციის პროცესი, რასაც სომხეთი ტყუილს უწოდებს. 

აზერბაიჯანმა რეგიონზე 19 სექტემბერს დაიწყო შეტევა, რომელსაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამას 200-მდე ეთნიკური სომეხის დაღუპვა მოჰყვა. 

აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულად თვლიდა და ითხოვდა მათ დაბრუნებას. წლების განმავლობაში რეგიონის გარშემო ორი ქვეყნის დაპირისპირება ორი ომით დასრულდა. 2020 წელს 40-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა რეგიონის გარკვეულ ტერიტორიასა და მის მომიჯნავე შვიდ რაიონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები