მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი ღვინის წარმოების ხუთჯერ გაზრდას აპირებს

618ac93534bd2
თამთა ჯიჯავაძე
09.11.21 23:50
992
სომხეთი ღვინის წარმოების ხუთჯერ გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ARKA წერს.

„ჩვენი სურვილია წელიწადში ღვინის წარმოება ხუთჯერ, 60 მლნ ლიტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობისას.

„მევენახეობის მიმართულებით დიდ ცვლილებებს ველოდებით. ღვინის წარმოების ხუთწლიან პროგრამაზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა. მალე მას ღვინისა და მევენახეობის ფონდი დაამტკიცებს“, - დასძინა მინისტრმა.

სომხური გამოცემის ცნობით, ამჟამად ქვეყანა წელიწადში 12 მლნ ლიტრ ღვინოს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები