მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის ეკონომიკა I კვარტალში 12.2%-ით გაიზარდა

6450d86b2e1d2
გიორგი თოლორდავა
02.05.23 13:50
1683
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკა წლიურად 12.2%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

პირველ სამ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ექსპორტი $1.6 მილიარდამდეა გაზრდილი; იმპორტის მოცულობა კი 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მკვეთრი, 23%-იანი ზრდა მომსახურების სფეროში ფიქსირდება; ვაჭრობის მოცულობა 21%-ითაა გაზრდილი; ხოლო მშენებლობის სექტორი პირველ კვარტალში 16%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 7%-იან ზრდაზეა გათვლილი. გასულ 2022 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა 14.2%-ით გაიზარდა, რაც რეგიონში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები