სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„სამწუხაროდ ჩვენი ტესტი პოზიტიურია”, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.
როგორც სომხეთის პრემიერი, ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, მას არ ჰქონია რაიმე სახის სიმპტომები.
„ამავე მიზეზით მე ახლა სამუშაო ადგილზე არ ვიმყოფები. გუშინ გაირკვა, რომ ჩემი ტესტი კორონავირუსზე პოზიტიური იყო. არანაირი სიმპტომები არ მქონია. ჩემი ოჯახის წევრებზე აღებული ტესტებიც დადებითი აღმოჩნდა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების 9 282 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 3 386 და გარდაიცვალა 131.