მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

სომხეთში ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 82-ია.

11 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის 14,669 შემთხვევაა გამოვლენილი. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ითა და სხვა დაავადებით 327 კოვიდინფცირებული ადამიანი დაიღუპა. ვირუსისგან სომხეთში 5,466 ადამიანი განიკურნა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები