მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში კოვიდით ინფიცირებულებს მკურნალობის ხარჯების დაფარვა შესაძლოა თავად მოუწიოთ

61605354d76ae
ნათია თაქთაქიშვილი
08.10.21 21:15
2030
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ხრიპსიმე ხაჩატურიანის განცხადებით, აუცრელ მოსახლეობას კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მკურნალობის ხარჯების დაფარვა შესაძლოა თავად მოუწიოთ. ამის შესახებ ინფორმაციას ARKA ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას მკურნალობა საკმაოდ ძვირი დაუჯდება, სავარაუდოდ მათ დაახლოებით 1,700 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.

გამოცემა წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ვაქცინაციის ტემპით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდა დროულად მიეღო ზომები ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად.

პაშინიანის თქმით, კორონავირუსის მკურნალობაზე დაზოგილი თანხებით სახელმწიფო სკოლებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაეხმარება.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე სომხეთში ვაქცინაცია 5 ტიპის ვაქცინით მიმდინარეობს: CoronaVac, Sinofarm, AstraZeneka, Sputnik V და Moderna. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსზე აცრა ქვეყანაში 18 წლის ზევით არის დასაშვები.