home
category
tv live menu
EN
Loading data...

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა უკვე მესამედ გაახანგრძლივეს. მოქმედი საგანგებო რეჟიმის ვადა 13 ივნისს იწურებოდა.

მთავრობა განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აუცილებელია, რადგან ქვეყანაში უკვე 15,000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია.

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 612 ახალი შემთხვევა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები