მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სონღულაშვილის პასუხი ტელევიზიებს -„ვხვდებით, რომ სექტორზე გავლენა ექნება, თუმცა ის უფრო დიდ მიზანს ემსახურება“

61b8c4aa0a974
თამთა ჯიჯავაძე
14.12.21 20:19
703
„ვხვდებით, რომ სექტორზე გავლენა ექნება, თუმცა ის უფრო დიდ მიზანს ემსახურება“ - ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა ტელევიზიების წარმომადგენლების კრიტიკას, რაც აზარტული თამაშების რეგულირების შესახებ კანონპროექტს შეეხებოდა.

„ერთი რამ მინდა რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ. იყო მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეტანათ კონტექსტში - თითქოს ტელევიზიებთან მიმართებით არის რაიმე ინტერესი. თუმცა [ამ ცვლილებების] ნომერი პირველი ამოცანა ამ დიდი გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაა... ვხვდებით რომ სექტორზე გავლენა ექნება, თუმცა, უფრო დიდ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანია აზარტული თამაშების მიმართ "შევზღუდოთ ინტერესის პროვოცირება".

დავით სონღულაშვილის განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამა სპორტულ არხებზეც არ იქნება დაშვებული.

„არცერთი არხი არ იქნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში. თუ რამე გამოგვრჩა ჩანაწერში, შეიძლება გავასწოროთ; გეთანხმებით, რომ ყველა უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში“, - მიმართა სონღულაშვილმა „მთავარი არხის“ გენდირექტორ ნიკა გვარამიას.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.

ეს ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით დარეგისტრირდა, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ავტორად არა მთავრობა ან ფინანსთა სამინისტრო, არამედ ქართული ოცნების დეპუტატები - დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი და სხვა პირები არიან მითითებული. 

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები