მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SONY და HONDA $100,000-იანი ელექტრომობილის გაყიდვას იწყებენ

Afeela

იაპონური გიგანტები - Sony და Honda ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გაყიდვას იწყებენ, რომლის ფასი $90,000 - $110,000-ის ფარგლებში მერყეობს.

ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო სისტემაზე, ნავიგაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე კომპანია Sony იზრუნებს; უშუალოდ ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავასა და სხვა დეტალებზე, ბუნებრივია, Honda მუშაობს, რომელსაც სატრანსპორტო ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 70-წლიანი გამოცდილება აქვს.

Afeela-ს პირველი ელექტრომობილი გასაყიდად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება და ის პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი, სადაც ამჟამად კომპანია Tesla დომინირებს. როგორც ცნობილია, ელექტრომობილს სრულად დატენილი ბატარეით დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა შეეძლება და ის სწრაფი დამუხტვის ფუნქციონალით იქნება აღჭურვილი. სიმძლავრეს რაც შეეხება, მას, სავარაუდოდ, 480 ცხენის ძალა ექნება, რაც Tesla Model S Plaid-ზე 2-ჯერ ნაკლებია.

Sony-Honda Mobility-ს დირექტორის, იასუიდე მიზუნოს განცხადებით, Afeela ელექტრომობილის მართვის უნიკალური გამოცდილება იქნება, რომელიც მძღოლსა და მგზავრებს ჯერ არნახულ კომფორტს, მოქნილობასა და დინამიკას შესთავაზებს.

CES 2025-ზე Afeela-ს ელექტრომობილის წარდგენაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ელექტრომობილი საკუთარი საოპერაციო სისტემით აღიჭურვება, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და გაფართოებული რეალობის ინტეგრირების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის, Apple CarPlay-სა და Android Auto-სგან განსხვავებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები