მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SONY-ს და ZEE-ს $10-მილიარდიანი გარიგება ჩაიშალა

sony zee

იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტ Sony-სა და ინდურ Zee Entertainment-ს შორის ისტორიული გარიგება ჩაიშალა, რომლის მოცულობა 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აზიის რეგიონში უმსხვილესი სატელევიზიო-მედია პლატფორმა უნდა შექმნილიყო, რომელიც მილიარდამდე მაყურებელს მოემსახურებოდა, თუმცა პარტნიორობას აღსრულება არ ეწია.

Sony-ს წარმომადგენლობის განმარტებით, შერწყმა შეუძლებელი გახდა, რადგან Zee-ის ხელმძღვანელობამ შეთანხმების პირობები უხეშად დაარღვია. ზუსტად რა პირობებზე იყო საუბარი, Sony-ს არ განუმარტავს.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ Zee-ს პორტფელი Sony-ს მფლობელობაში არ გადავა, თუმცა ამ აქტივის მიმართ ინტერესს სხვა მსხვილი კომპანიები გამოხატავენ, მათ შორის, მუკეშ ამბანის ჰოლდინგი, რომელიც ინდოეთის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.