მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Soplidan.ge-ს სერვისი სექტემბრიდან ქუთაისში იქნება ხელმისაწვდომი

627d3ed81fb6c
ალა ისპირიანი
12.05.22 23:20
1129
თითქმის 7 წელია აგრო-სასურსათო პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი Soplidan.ge თბილისში მაცხოვრებლებს ნატურალური სოფლის პროდუქტით ამარაგებს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, იგი ქუთაისის მასშტაბითაც იქნება ხელმისაწვდომი.

Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა Bm.ge-სთან განმარტა, რომ მათ 400-მდე ფერმერი სხვადასხვა სახის ნატურალურ პროდუქტებს აწვდის, რაც მოქალაქეებამდე Soplidan.ge-ს მიაქვს.

„GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტი მოვიგეთ. ეს არის საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროექტი, რომელიც რეგიონში დამატებითი დოვლათის შექმნას გულისხმობს. Soplidan.ge -ს კონცეფცია არის ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის, რომელიც ერთი მხრივ ფერმერს საშუალებას აძლევს თავისი პროდუქტი მარტივად გაყიდოს და მეორე მხრივ, მომხმარებელმა ეს ნატურალური პროდუქტი შეიძინოს. საქართველოს ყველა რეგიონიდან დაახლოებით 400-მდე ფერმერია ჩვენი მომწოდებელი. ჩამოგვაქვს ის პროდუქტი, რაც ყველაზე კარგია, მაგალითად იმერეთიდან ყველი, კახეთიდან ზეთი. მოკლედ 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტია ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი და 10 000 მომხმარებელი გვყავს.

სექტემბრიდან თბილისის მოსახლეობას ქუთაისის მოსახლეობაც დაემატება. პროექტი უკვე ჩაშვებულია და ქუთაისში გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება. ქუთაისშიც გვექნება საწყობი, სადაც პროდუქტი მოგროვდება და იქიდან ქუთაისის მოსახლეობაზე განაწილდება", - განაცხადა მან.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მომსახურებას, ნათია ნინიკელაშვილმა თქვა, რომ პროდუქტი 11 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და აღნიშნული ქვეყნების რიგს წელს აშშ-იც შეემატა.

"საქართველოდან ფოსტასთან ვთანამშრომლობთ და სახმელეთო გადაზიდვების პროექტით შესაძლებელია, რომ ევროპის 10 ქვეყანაში მოხვდეს ჩვენი პროდუქტი, მათ შორისაა: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი.  წელს დავამატეთ ამერიკაც. იქიდან გვწერენ და ჩვენ ვუგზავნით", - განაცხადა Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა, ნათია ნინიკელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები