მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOS Plastic Challenge - სკოლა პლასტმასის გარეშე

SOS Plastic Challenge - სკოლა პლასტმასის გარეშე
22.03.24 13:03
1717

CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს სკოლებისთვის ,,SOS Plastic”, რომლის მიზანია, სკოლებისა და მოსწავლეების წახალისება თავიდან აირიდონ ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება.

სამთვიანი კამპანია დაეხმარება სკოლებს მეტი გაიგონ საკუთარი პლასტმასის ნაკვალევის შესახებ, იპოვონ ნარჩენების წარმოქმნის ძირითადი წყაროები და გაეცნონ ერთჯერადი მოხმარების პლატსმასის შემცირების გზებს. ამასთანავე, კონკურსი ემსახურება მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას მდგრადი მოხმარების ხელშეწყობის მიზნით.

კამპანია შედგება რამდენიმე ფაზისაგან:

(1) განცხადებების მიღება - მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა შეადგინონ პლასტმასის ნარჩენების შემცირების გეგმა და შეავსონ სარეგისტრაციო ბმული 26 მარტის ჩათვლით;

(2) შეირჩევა 20 სკოლა, რომლებიც გაივლიან ტრენინგს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესახებ;

(3) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების განხორციელება. გამარჯვებულ სამ სკოლას გადაეცემა პრიზები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სკოლების შერჩევა მოხდება მოტივაციასა და შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: SOS Plastic Competition

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2024 წლის 26 მარტის 18:00 საათამდე: Google Forms SOS Plastic

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები