მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსისი, ძეხვი, კოტლეტი, შაშხი - როდის აამოქმედებს „ჩირინა“ ახალ საწარმოს სრულად?

6479bb18207d2
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 23:00
2100
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ სართიჭალაში სოსისისა და ძეხვეულის საწარმოს 2023 წლის ივნისში ან ივლისში აამოქმედებს. დღემდე ახალი საწარმო სატესტო რეჟიმში მუშაობდა, წარმოების დადგმული სიმძლავრე კი დღიურად 25 000 ტონა ქათმის ძეხვეულის წარმოებაა. საწარმოს გახსნაზე კომპანიის დამფუძნებელმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„ჩირინას“ ახალი საწარმოს ბოლო ეტაპის განხორციელება დაახლოებით 2 წლის წინ გვქონდა დაგეგმილი, პროექტი კოვიდის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეფერხდა, რადგან დანადგარების მიწოდება დროში მნიშვნელოვნად გაიწელა.

პროექტი ფაქტობრივად დასრულებულია და ივნის-ივლისში წარმოებას ოფიციალურად გავხსნით. ახალი ქარხნის პოტენციალი ერთ ცვლაში 7-8 ტონა პროდუქციაა. ეს იქნება სოსისი, ძეხვეულობა, შაშხი, კოტლეტები - ყველაფერი ქათმის ხორცისგან იწარმოება. ამასთან გავდივართ ლიცენზიას საბავშვო სოსისის წარმოებაზე, რადგან ეს ლიცენზირებადი საქმიანობაა. დავუკავშირდებით განათლების სამინისტროს რომ კვების პროცესში ეს გათვალისწინებული იყოს.

სიმძლევრეები გვაქვს, სამაცივრე მეურნეობაც გვაქვს და მზად ვართ, ამ საწარმოს სიმძლავრე მოთხოვნის მიხედვით დღიურად 25 ტონამდე გავზარდოთ“, - აღნიშნა ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები