მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: მინდა ვთხოვო ოპოზიციასაც და პოზიციასაც, დაუთმეთ მეტი დრო სტაბილურობაზე ფიქრს

5dd3a7237820d
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.19 12:23
2305
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMG-ის კითხვაზე, თუ როგორია ასოციაციის შეფასება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ფხაკაძე პასუხობს, რომ ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე უფრო მეტი ფიქრისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩართული საქართველოს ბიზნესში. 24 საათი ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს ქვეყანაში და კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამავდროულად, ცალსახად მინდა ავღნიშნო, ბოლომდე მწამს და მჯერა, რომ წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი. რადგან ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ ეკონომიკას, იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მოსახლეობა იყოს უფრო კარგად და მეტი შემოსავალი ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენ ოჯახს. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენ აღქმებზე და მინდა ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ჩვენ ბიზნესმენები ვართ და პოლიტიკურ თემებში არ ვერევით, ყველას მინდა ძალიან ვთხოვო რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა,”- ამბობს სოსო ფხაკაძე.

BAG-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი კი ფიქრობს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებიც იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები