მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sotheby’s-ის აუქციონზე ამადეო მოდილიანის ორი ნამუშევარი გაიყიდება - სავარაუდო ფასი $20 მილიონია

4 Modigliani
17.10.25 08:45
292

ავტორი: სალომე ზაალიშვილ

მოდილიანის ორი ნამუშევარი - ელვირას პორტრეტი (Elvire en buste, 1918) - რომელზედაც, მისი ერთ-ერთ ერთი მუზაა გამოსახული და 1915 წელს შესრულებული რემონ რადიგეს, ახალგაზრდა ფრანგი მწერლის პორტრეტი - Raymond ჯამში მოლოდინით 11-დან 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება, რაც დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

ელვირას პორტრეტი (Elvire en buste)

მუზა, რომელიც მხოლოდ ელვირას სახელითაა ცნობილი მოდილიანის ტილოებზე სულ ოთხჯერ ჩნდება, ნახატები მოდილიანის საფრანგეთის სამხრეთში ყოფნის დროს, 1918-1919 წლებში, მის გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრეა შესრულებული.

მიმდინარე წელს მოდილიანის 25 ნახატი გაიყიდა, აქედან ზეთში შესრულებული მხოლოდ ორია.

მოდილიანის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი Christie’s-ის აუქციონის სახლის მიერ 2018 წელს გაყიდული Nu Couché არის, რომლის საბოლოო ღირებულებაც 170.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

მოდილიანი თავის სამხატვრო სტუდიაში, მის გვერდზე აუქციონზე გამოტანილი რემონ რადიგეს პორტრეტი კიდია

ებრაული წარმოშობის იტალიელმა მხატვარმა, მოდილიანიმ თავისი მოკლე შემოქმედებითი ცხოვრების ძირითადი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა. მოდილიანი პორტრეტებითაა ცნობილი, მიუხედავად თითქოს ბრტყელი და არადეტალიზირებული სახისა და ასიმეტრიული და ერთფერი თვალებისა, უჩვეულოდ ემოციური და მეტყველია მისი ნამუშევრები, რასაც ფერების პალიტრა განაპირობებს.

აუქციონი - Modernités 24 ოქტომბერს ჩატარდება პარიზში. ცნობისთვის, აუქციონზე მოდილიანის ნახატებთან ერთად როი ლიხტენშტაინის, პაბლო პიკასოს, ენდი ვორჰოლის, მოქანდაკის ალბერტო ჯაკომეტის და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრების შეძენა შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები