გუსტავ კლიმტის ელიზაბეტ ლოდერერის პორტრეტი Sotheby’s-ის აუქციონზე 236.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს ნახატი მსოფლიოში აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი გახდა, კლიმტის და ნებისმიერი თანამედროვე ხელოვანის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი, ხოლო Sotheby-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი.

ელიზაბეტ ლოდერეროს თითქმის ორმეტრიანი პორტრეტი კლიმტმა 1914-16 წლებში დახატა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნახატი ნაცისტების მიერ მითვისებულ ხელოვნების ნიმუშებს შორის აღმოჩნდა და ხანძარს სასწაულად გადაურჩა. 1948 წელს ის ლოდერერების ოჯახს დაუბრუნდა და მათთან დარჩა 1983 წლამდე. 1985 წლიდან Estée Lauder-ის მფლობელის ლეონარდ ლაუდერის კოლექციის ნაწილი იყო და მისი ნახვის შესაძლებლობა დღემდე იშვიათად თუ ჰქონია პუბლიკას.
ნახატის ფასი წინასწარი ვარაუდით 150 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა 20-წუთიანი დაძაბული აუქციონის შედეგად გაცილებით უფრო ძვირად 205 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, რასაც თითქმის 20 მილიონი აშშ დოლარის საკომისიო დაემატა.

ნახატი სიძვირით მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის სალვადორ მუნდის ჩამოუვარდება, რომელიც 2017 წელს 450.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.




























