მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველების დასაქმება იმაზე რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია - ელგუჯა მელაძე

დასაქმება

"ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში სახლი სხედან და უმუშევრები არიან, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, რთული პროცესია", - ამის შესახებ "დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილს კერძო სექტორი ვერ დაასაქმებს.

"სწორი ქმედებები გვჭირდება, რომლებიც ყველა ასპექტში არის გააზრებული. ვერ ჩავრთავთ ადამიანებს ისეთ საქმიანობაში, რომლის უნარები საერთოდ არ გააჩნიათ. სწორად გათვლა არის მნიშვნელოვანი. მშენებელი პურის მცხობელად არ უნდა გაუშვა, ექიმი კი მშენებლობაზე. საქმიანობას მაქსიმალურად იმ ცოდნით და განათლებით უნდა მოვარგოთ, რაც ადამიანებს გააჩნიათ.

-არგებთ? ასაქმებთ მთავრობის მიერ დასაქმებულ სოციალურ დაუცველებს?

- ჩვენ ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს და სერიოზული დეფიციტია კვალიფიციური კადრების. გვჭირდება სწორად მართვა იმ ბაზიდან, სადაც სამწუხაროდ, ბევრი უმუშევარი გვყავს", - აღნიშნა მან.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წელს დაიწყო. პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი ის პირები არიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ 120 ათასს არ აღემატება და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იღებენ. მთავრობა მოქალაქეებს მეეზოვედ, დარაჯად, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარეს, კურიერად ასაქმებს.

ჯანდაცვის სამინისტროს 2023-ის ანგარიშით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 40 ათასამდე პირი იყო დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობა 2024 წლის 6 თვეში შემცირდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში bmg-ის განუცხადეს, საზოგადოებრივ სამუშაოებზე აქტიური ხელშეკრულება 30 278 სოციალურად დაუცველ პირს აქვს. ხელშეკრულება 7 546 დასაქმებულს შეუწყდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები