ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მცირდება. პარლამენტში მყოფმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 1 ივნისის მდგომარეობით შემწეობა თითქმის 23 ათას ოჯახს მოუხსნეს. მისგანვე გახდა ცნობილი, რომ პროცესი გაგრძელდება, რადგან მთავრობას 75 მლნ ლარის დაზოგვა სურს. ახლა რატომ დაიწყო მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების შემოწმება, როცა ეს პროცესი 2020 წლიდან გაჩერებული ჰქონდა, რეალურად რამდენი პირმა დატოვა სისტემა და კიდევ რამდენი ოჯახი გადამოწმდება? ერთი კითხვაც ჩემგან: ვინ იღებს პოლიტიკურ და ფინანსურ პასუხისგებლობას, რომ ეს პოლიტ-საარჩევნო-ეკონომიკური თემა აღარ არის საინტერესო, თუმცა, გადასახადის გადამხდელების და ხალხის ხარჯზე რამდენიმე წელიწადი მუშაობდა სრულად მმართველი პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.


































