მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების მითვისების ფაქტზე 1 პირია დაკავებული

საგამოძიებო სამსახური
10.07.25 14:14
464

სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების მითვისების ფაქტზე 1 პირია დაკავებული - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირმა მითვისებული საქონელს გაყიდა და სანაცვლოდ 3 472 ლარი მიიღო.

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ამავე სააგენტოს თანამშრომელი, გ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.ა. დაკავებულ იქნა სამსახურის მისამართზე, მითვისებული საქონლის რეალიზაციისას, რა დროსაც მან მიიღო ფულადი თანხა 3472 ლარის ოდენობით.

ნივთმტკიცებად ამოღებულია მითვისებული საქონელი და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები