მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Southwind Airlines-ს, რომელიც რეისებს თბილისის აეროპორტიდანაც ასრულებდა, EU-მ საკუთარ სივრცეში ფრენა აუკრძალა

Southwind Airlines

kyivpost-ის ცნობით, თურქეთში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის აპრილში შექმნილ Southwind Airlines-ს, ევროკავშირმა თავის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. მიზეზი, რუსეთთან კავშირია.

ავიაკომპანია რეისებს თბილისი-ანტალია-თბილისის მიმართულებითაც ახორციელებდა.

გამოცემა წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სანქცირებულ ქვეყანასთან კავშირის გამო EU-ს ზონის ქვეყნებს, ავიაკომპანიასთან კითხვები აქვთ. მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ Southwind-ი, რომლის ოფიციალური სახელი Cortex Aviation and Tourism Trade-ია, საკუთრებაზე ფაქტობრივი კონტროლის უმეტეს ნაწილს რეალურად თურქეთში კი არა, რუსეთში ფლობს. ამის გამო ფინეთმა Southwind-ის ანტალია-ჰელსინკის რეისი გააუქმა, ხოლო მიმდინარე წლის 25 მარტიდან ავიაკომპანიას თავისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.

ამის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, 28 მარტიდან Southwind-ს ევროკავშირის თავზე ფრენა ბელგიამაც აუკრძალა. კერძოდ, ოფიციალურმა ბრიუსელმა ევროკავშირმა გაერთიანების ყველა ქვეყანას ოფიციალურად აცნობა, რომ Southwind Airlines-ს, სანქციების რეგულაციების შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალა. ავიაკომპანია რეისების შესრულებას ბერლინში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, მიუნხენსა და შტუტგარტში, ასევე, საბერძნეთის ჰერაკლიონში გეგმავდა.

თუმცა, ევროკავშირის აკრძალვის ინიციატორი და პირველი ქვეყანა, რომელმაც დახურა საჰაერო სივრცე როგორც Southwind-ისთვის, ასევე Air Cairo-სთვის, კვიპროსის რესპუბლიკა იყო.

ცნობისთვის, ჩარტერული ავიაკომპანია 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ეგვიპტელ პარტნიორებთან ერთად თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნდა. თურქული მედია მას „რუსების გადამყვან ავიაკომპანიას“ უწოდებს.

ავიაკომპანია Southwind Airlines-მა პირველი ავიარეისი თბილისის აეროპორტიდან Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით 2022 წლის 22 აგვისტოს შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააგენტოს განმარტებით, კომპანია საქართველოს საჰაერო სივრცეში არც მიმდინარე და არც გასულ წელს აღარ ფრენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები