საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმზე მიღებულ გამონაკლისს საქართველოს საბანკო სისტემაზე ორგანიზაციის შეფასების გაუარესება შეუძლია. ამის შესახებ საუბარია S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელ ანგარიშში. S&P-ის კითხვის ნიშნები აქვს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებითაც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება მოხდა, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე საშუალოვადიან პერიოდში რისკებს წარმოშობს. S&P Global-ი ასევ წერს რომ : ამას გარდა, 2023 წლის სექტემბერში გამოიცა ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სავალდებულოს ხდის. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.