მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა

S&P Global

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სააგენტოს ახალი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც თებერვალში გამოქვეყნებულ პროგნოზში ზრდა 5.4%-ის დონეზე იყო ნავარაუდევი.

S&P-ის განახლებული შეფასებით, უცვლელად დარჩა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, თუმცა გაუმჯობესდა რეიტინგის პერსპექტივა და "სტაბილური" მოლოდინი "პოზიტიურით" შეიცვალა.

S&P-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში მაღალი ტემპით მიმდინარეობდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა, რაც სააგენტოს შეფასებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2026 წლისთვის S&P ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად შიდა მოხმარებას ასახელებს. სააგენტო, ამასთან, ელოდება, რომ მომდევნო წლებში ზრდის ტემპი თანდათან შენელდება და საშუალოვადიან პერიოდში დაახლოებით 5%-იან პოტენციურ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

სააგენტოს პროგნოზი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის პოტენციური, დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. S&P-ის შეფასებით, პროექტის რეალიზების შემთხვევაში, მას საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებსა და საშუალოვადიან ნდობაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები