საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი "CC"-დან “SD”-მდე შეამცირა - მიზეზი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც ქვეყანამ საგარო ვალის გადახდა გადაავადა.
S&P-ის ინფორმაციით, რეიტინგის შემცირება გამოიწვია მოლოდინმა, რომ უკრაინა 2026 წლის ევრობონდის ღირებულებას დათქმულ ვადაში - 2024 წლის 1 აგვისტოდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ დაფარავს.
“ჩვენ შევამცირეთ უცხოურ ვალუტაში მოკლე და გრძელვადიანი რეიტინგები “CC”-დან “SD”-მდე (“სელექციური დეფოლტი”) და “2026 ევრობონდის” რეიტინგი "CC" დონიდან “D”-მდე (“დეფოლტი”). უცვლელად ვტოვებთ “CC” შეფასებას უკრაინის დარჩენილ უცხოური ვალუტის არაუზრუნველყოფილ საგარეო ვალზე”, - წერს S&P Global-ი.
უკრაინას ევრობონდისთვის $34 მილიონი 1 აგვისტოს უნდა გადაეხადა. რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც კიევმა საგარეო სესხების რესტრუქტურიზაციას ჩაუყარა საფუძველი და საგარეო ვალის გადახდა გადაავდა. S&P-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ რესტრუქტურიზაციის დასრულების შემთხვევაში, უკრაინის რეიტინგი "დეფოლტამდე" შემცირდება.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, უკრაინის საკრედიტო შეფასება "B" იყო.
უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა გადაავადა - კანონს ხელი ზელენსკიმ მოაწერა