მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SpaceX გეგმავს $60 მილიარდად Cursor AI შეიძინოს

cursor

ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულ პლატფორმა Cursor-თან თანამშრომლობას იწყებს, რაც სამომავლოდ კომპანიის სრულ შესყიდვას ითვალისწინებს.

შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოს SpaceX-ი ან $10 მილიარდს გადაუხდის სტარტაპს გაწეული სამუშაოსთვის, ან გამოიყენებს სპეციალურ უფლებას და ამ AI-სტარტაპს $60 მილიარდად შეისყიდის.

ანალიტიკოსები ამ გარიგებას SpaceX-ის მოსალოდნელ საჯარო განთავსებას უკავშირებენ, რადგან ინვესტორები მასკის ტექნოლოგიური კონგლომერატისგან დამატებით ღირებულებას ელიან.

ამასთან, Cursor-ის საბაზრო შეფასება ბოლო პერიოდში რეკორდული სისწრაფით გაიზარდა: თუ გასული წლის იანვარში მისი ღირებულება $2.5 მილიარდი იყო, ნოემბერში ამ მაჩვენებელმა $29.3 მილიარდს მიაღწია. მიუხედავად ამისა, $60-მილიარდიანი ხარჯი SpaceX-ისთვის სერიოზული ფინანსური გამოწვევაა, ამიტომაც მას ვალის აღება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა xAI-სა და Cursor-ს შორის უკვე დაწყებულია – სტარტაპი საკუთარი მოდელების დასატრესტად მასკის მონაცემთა ცენტრებს იყენებს. თუმცა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ Cursor-სა და xAI-ს ჯერ კიდევ არ აქვთ ისეთი საკუთარი მოდელები, რომლებიც კონკურენციას Anthropic-ისა და OpenAI-ს პროდუქტებს გაუწევენ.

უშუალოდ Cursor-ს რაც შეეხება, ის Claude Code/Cowork-ის ანალოგს ქმნის, რომელიც AI-აგენტების შექმნისა და კოდის ავტომატურად წერის საშუალებას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები