გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Information-ის ცნობით, კომპანიები SpaceX-ი და Cursor-ი პირველი ერთობლივი ხელოვნური ინტელექტის მოდელის წარდგენას ოთხშაბათს გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, მხარეებმა ეფექტიანობის გაუმჯობესების მოტივით მიმდინარე კვირის დასაწყისში დაგეგმილი გამოშვება გადადეს. როგორც ირკვევა, ახალი მოდელი მონაცემებს სწრაფად გადაამუშავებს და ის კონკურენციას Anthropic-ის Opus 4.8-სა და OpenAI-ის GPT 5.5-ს გაუწევს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Cursor-ი ბაზარზე Anthropic-ისა და OpenAI-ის კონკურენტად უკვე მრავალი თვეა მიიჩნევა, თუმცა ის გამოთვლითი სიმძლავრეების ნაკლებობის გამო განვითარების გამოწვევებს აწყდება, თუმცა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ უახლოეს მომავალში Cursor-ი არსებულ პრობლემებს უკან ჩამოიტოვებს, რადგან ილონ მასკის ტექნოლოგიური ფირმა SpaceX-ის მიერ $60 მილიარდად მისი შეძენა ხელოვნური ინტელექტის კომპანიის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და მას თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე წვდომას მისცემს.




























