მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი?

spacex

კოსმოსური ინდუსტრიის გიგანტის, SpaceX-ის გენერალური დირექტორის, ილონ მასკის მიერ ამერიკელი ბავშვებისთვის აქციების გადაცემის გეგმის გაფართოების შემდეგ, ალტერნატიულ სავაჭრო პლატფორმა Blue Ocean ATS-ზე SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ში მცხოვრებ ყველა ბავშვს ყოველწლიურად SpaceX-ის კიდევ ერთ აქციას გადასცემს.

საყურადღებოა, რომ მასკმა ეს ინფორმაცია მას შემდეგ გააჟღერა, რაც თავად SpaceX-მა ოთხშაბათს დააანონსა, რომ კომპანია თითოეულ აქტიურ Trump Account-ზე A კლასის თითო აქციას გადარიცხავდა.

მასკის განმარტებით, SpaceX-ის წილი მომდევნო თვეში გადაირიცხება, მისი პირადი შემოწირულება კი მომავალი წლის ივნისში, აქციების გაყიდვის შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ გაიცემა.

ცნობისთვის, ივლისში დონალდ ტრამპის ინიციატივით აშშ-ში ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის საინვესტიციო ანგარიშის გახსნას ითვალისწინებს და მიზნად სამომავლოდ ანგარიშების მფლობელთა ფინანსურ უზრუნველყოფას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები