ყველაზე მძლავრი რაკეტა, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მარსზე გაფრენის მიზნით შექმნა, სატესტო გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 120-მეტრიანი რაკეტა ტეხასის დროით 08:33 საათზე აფრინდა, თუმცა მიწის დატოვებიდან 4 წუთის შემდეგ ჰაერში აფეთქდა.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად რაკეტის სისტემის გაუმართაობა სახელდება. SpaceX-ს რაკეტა სატესტოდ კვირის დასაწყისშიც უნდა გაეშვა, თუმცა ბუსტერის მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გამო მეორე ცდა დღეს ჩაინიშნა.
როგორც ილონ მასკი Twitter-ზე წერს, რაკეტის შემდგომი გაშვება რამდენიმე თვეში იგეგმება.