მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-ის შეფასება $210 მილიარდამდე გაიზარდა

SpaceX / ილონ მასკი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტერპრენიორის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, რომლის შედეგად ის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდება. ბოლო პერიოდში არსებული პროგრესის, მათ შორის აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსგან მიღებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტისა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არაერთი წარმატებული მიერთების ფონზე, SpaceX-ის აქციები $112-ად გაიყიდება, რაც ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაში არსებულ კომპანიას $210-მილიარდიან შეფასებას აძლევს.

თუკი ილონ მასკის კომპანია საინვესტიციო რაუნდს სწორედ ამ შეფასებით დახურავს, ის რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის წოდებას შეინარჩუნებს. ეს სიმბოლური ტიტული ილონ მასკისთვის ახალი არ არის, რადგან SpaceX-ი ამ დრომდეც საკმაოდ ძვირად იყო შეფასებული. დეკემბერში ჩატარებული წინა საინვესტიციო რაუნდის დროს კოსმოსური კომპანია $180 მილიარდად იყო შეფასებული, ანუ ნახევარ წელიწადში, კომპანია 17%-ით გაძვირდა, წელიწად-ნახევარში კი - 53%-ით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების სიაში პირველ ადგილს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელი ჩინური ჰოლდინგი, ByteDance-ი ფლობს, რომელმაც დეკემბერში საკუთარი აქციები $268-მილიარდიანი შეფასებით გამოისყიდა.

ახალი საინვესტიციო რაუნდის თაობაზე ილონ მასკს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ მილიარდერის თქმით, კომპანიას ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს, ხოლო თანამშრომლებისა და ინვესტორების ფინანსური ლიკვიდურობის გაზრდაზე ორიენტირებულ საინვესტიციო რაუნდებს კომპანია ექვს თვეში ერთხელ ატარებს. მეტიც, ილონ მასკის თქმით, მომდევნო წლებში SpaceX-ი საკუთარი აქციების გამოსყიდვას დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები