დღეს SpaceX-მა მორიგი რეკორდი დაამყარა და მისმა კაპიტალიზაციამ $2.72 ტრილიონს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია ახლა უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა, რომელიც $2.66 ტრილიონს შეადგენს.
რუსეთის ფედერაციის გარდა, SpaceX ასევე უსწრებს ბრაზილიის, კანადის, ავსტრალიის, მექსიკის, ესპანეთის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის მშპ-ის.
კომპანიის ასეთი ფინანსური წარმატების ფონზე, ილონ მასკის ქონება რეკორდულ $1.27 ტრილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასკი უფრო მდიდარია, ვიდრე შვეიცარიის, პოლონეთის, ტაივანის, ირლანდიის, ბელგიის, შვედეთისა და ისრაელის ეკონომიკები.
ამასთან, SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელის ქონება წელს $654 მილიარდით გაიზარდა და ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფ ლარი პეიჯს თითქმის $956 მილიარდით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ პეიჯთან, ვიდრე პეიჯია მასკთან.




























