მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპაგეტის და მაკარონის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა - პროდუქტი ძირითადად რუსეთიდან შემოგვაქვს

სპაგეტი

სპაგეტის და მაკარონის იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 17,8 მლნ აშშ დოლარის 15 647 ტონა სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, იმპორტმა 14,3 მლნ აშშ დოლარი და 14 286 ტონა შეადგინა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მაკარონი დაახლოებით 14%-ით გაუძვირდა.

მთავარი საიმპორტო ქვეყანა კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 8 მლნ აშშ დოლარის 7000 ტონა მაკარონი შემოვიტანეთ, მეორე ადგილზეა იტალია 4,2 მლნ აშშ დოლარით და 3430 ტონით. ხუთეულშია ასევე აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი.

რაც შეეხება ექსპორტს, მაკარონის და სპაგეტის ექსპორტი უმნიშვნელოა. წელს იანვარ-სექტემბერში მხოლოდ 12 ტონა და 31 900 აშშ დოლარის მაკარონის ნაწარმი გავყიდეთ უცხოეთში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კი 296 800 აშშ დოლარის 391 ტონა მაკარონი გავიდა ექსპორტზე. მთავარი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები