მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SPAR-ის სასურსათო ვაუჩერები განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის

BM.GE
16.04.20 00:31
721
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და „SPAR საქართველოს“ თანამშრომლობით, ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები SPAR-ის სავაჭრო ქსელის სასურსათო ვაუჩერებით ისარგებლებენ. „SPAR საქართველოს“ საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, და ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს გადაეცემათ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე სპარ ინტერნეიშენალის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ. შეგახსენებთ: SPAR INTERNATIONAL-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები